LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, TV 25-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

189
თავდასხმა ტვ 25-ზე

გუშინ, ბათუმში, TV25-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მათი რეპორტიორი და ოპერატორი „ოცნების ქალაქში“ მოქალაქეებისთვის აშენებული კორპუსების გადაღების მიზნით იმყოფებოდნენ, რა დროსაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი ოპერატორს და ჟურნალისტს ადგილმდებარეობის დატოვებაზე მიუთითებს, შემდეგ კი მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლას ცდილობს.

„ჩვენს რეპორტიორს და ოპერატორს ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. „მაცნეს“ კამერა ადგილზე უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეებისთვის აშენებული კორპუსების გადაღების მიზნით იმყოფებოდა, თუმცა თეო ფუტკარაძეს იქ დასაქმებულები დაუპირისპირდნენ და ღია სივრცეში გადაღების უფლება არ მისცეს. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგრესია.

რამ გამოიწვია მათი გაღიზიანება, ჩვენთვის უცნობია, თუმცა წინააღმდეგობას იქ მომუშავეები უსაფრთხოების დაცვის მოტივით ხსნიდნენ.  საცხოვრებელი კორპუსების პროექტს ე.წ ოცნების ქალაქში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს“. – წერს TV25.

როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ინციდენტში მონაწილე პირები გამოსაკითხად საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g