LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი ტექნოპარკი გაიხსნა

79
122826284-3488803894542578-1441330397728664480-o

ბათუმში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა.

ტექნოპარკის დასრულებული შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე ტექნოპარკი, ხოლო მეორე და მესამე სართულზე პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდა. უნივერსიტეტთან ინტეგრირება აკადემიური წრეებისა და სტუდენტების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.

ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი აჭარის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარი გამოიყო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ახალგაზრდების იდეების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ტექნოპარკის ფუნქციონირება.

„ბსუ-ს ახალი კამპუსის შენობაში ახალგაზრდებისთვის ახალი სივრცე – ტექნოპარკი გაიხსნა, რომელიც მნიშვნელოვანია სტარტაპების განვითარებისთვის. არის ლაბორატორიული რესურსი, თანამედროვე დანადგარები, ახალი ტექნოლოგიები. ეს არის სივრცე, რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს მათი იდეების რეალიზების საშუალებას. აღვნიშნავ ასევე, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს როგორც IT-ს სფეროს, ასევე სხვა გლობალური კომპანიების მხარდასაჭერად, მათ მოსაზიდად რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო, საკრუინგო ბიზნესი და ის შეღავათები, რომელიც საქართველოს მთავრობამ დააწესა ახალი ცვლილებებით. იმედი მაქვს, რომ ტექნოპარკთან სინერგიაში მიღწეული იქნება კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გარემო და კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მოვუწოდებ ყველას მაქსიმალური აქტიურობისკენ“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g