ბათუმში, 2021 წლის დეკემბერში 1,180 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 49 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს კვლევაში.
მათივე ცნობით, 2021 წლის დეკემბერში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 1,027 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 20%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით.
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით, ხოლო პრემიუმ სეგმენტში 41%-ით გაიზარდა.