ბათუმში, თამარის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამა-შვილი დაჭრეს. დაშავებულები ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.