ველომოყვარულებმა ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გამართეს, რომლის მიზანი იყო მოქალაქეების მოწოდება აქციებში მონაწილეობისათვის.
ველომარშის მონაწილეები, მსვლელობის შემდეგ, აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც მეოთხე დღეა მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი.
„ჩვენი პროტესტი განსხვავებულია. გზაში მსვლელობისას მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ. პროტესტი იქნება მასშტაბური, ხალხი ჩვენს გვერდით დგას, აქ საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. მზიას მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება, დროა მოვეგოთ გონს,” – აცხადებენ ველომარშის მონაწილეები.