LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

112

ბათუმში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

”ფორტუნას” ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, 3 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური ავტომაგისტრალი.

წვიმის შედეგად დაიტბორა დიმიტრი თავდადებულის, გორგილაძის, მაიაკოვსკის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩები.

ძირითადად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

ამ დროისთვის აღდგენილია მოძრაობა. წყლის დონემ დაიწია.

წყალდიდობა განმეორდა შუახევშიც, რის შედეგად 4 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

ამ წუთებში ბათუმის მერიაში მიმდინარეობს სხდომა, სადაც საერთო ინფორმაციას თავს მოუყრიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g