9-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს – ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მეორე დღეა, ბათუმში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ
ცნობისათვის, ახალგაზრდას 22 აპრილიდან უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ.
არსებული ინფორმაციით, 18 წლამდე ასაკის ბიჭი ზღვაში შევიდა მეგობართან ერთად, რომელიც ზღვიდან უვნებელი გამოიყვანეს.