ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თიკო გობაძე მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობისას შიშისა და მანიპულაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„არაფრის დიდებით ბავშვები არ დააშინოთ და არ გამოიყენოთ თოვლის ბაბუა და საჩუქრები მანიპულაციურ ინსტრუმენტად“,-ამბობს სპეციალისტი.
მისი განმარტებით, ბავშვებთან კომუნიკაცია ჯანსაღი გზებით უნდა მიმდინარეობდეს. „ქცევა, რომელიც მიუღებელია, იმ ქცევის აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ და ალტერნატიული ქცევა დავასწავლოთ“, – ამბობს თიკო გობაძე.
სპეციალისტის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, ზღაპრულ და ლამაზ პროცესებში თავისუფლად იმოგზაურონ.
