LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები ჩვენი მომავალია: მასმედიას შორის ბოულინგში საქველმოქმედო ჩემპიონატი გაიმართება

200

5 მარტს ისთ ფოინთში მდებარე ბოულინგცენტრ „ბიგ ლებოვსკიში“ გაიმართება თბილისის ღია საქველმოქმედო ჩემპიონატი ბოულინგში მასმედიის წარმომადგენლებს შორის „ბავშვები ჩვენი მომავალია“.

ტურნირის ორგანიზატორებია რიან ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

ბოულინგი დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი საშუალებაა. ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა ბოულინგში ტურნირების ჩატარება და მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აქტიური ჩართვა. ბოულინგით ჩატარდა რამდენიმე საქველმოქმედო აქციაც.

საქველმოქმედო სახე ექნება აღნიშნულ ტურნირსაც, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას მზრუნველობამოკლებული, სოცუალურად დაუცველი ბავშვებისგან შემდგარი 2 გუნდი (10 ბავშვის შემადგენლობით).

ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ბოულინგში მასმედიის ტურნირის ჩატარება. აღნიშნულ ივენთში იღებენ მონაწილეობას ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ვებ-მედიის წარმომადგენლები, რაც ტურნირის მასობრიობას, მის არსს და ცნობადობას ხელს უწყობს.

თბილისისთვის, ქალაქის აქტივობისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება ბოულინგში 2-ეტაპიანი ტურნირის ჩატარება, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს ქალაქის აქტივობას და მზრუნველობამოკლებულ, სოცუალურად დაუცველბავშვებს მორალურ მხარდაჭერას გაუწევს.

მონაწილეები: რუსთავი 2, მერიის პრესსამსახური, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“, „ტვ იმედი“, „“კავკასია“, გაზეთი „ლელო“, „ტვ პირველი, რადიო „ფორტუნა“, რადიო „ჯაკო“, ვები www.24saati.ge. , ვები www.ipress.ge და სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები