LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები, რომლებსაც გაზრდის ეშინიათ – თავშესაფრიდან წამოსულმა 18 წლის ახალგაზრდებმა არ იციან, სად უნდა იცხოვრონ

356
ბავშვი -

მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ, მთავარ პრობლემას 18 წლის ასაკში აწყდებიან – გახდებიან თუ არა სრულწლოვნები, ისინი იძულებულები არიან ბავშვთა სახლები დატოვონ, თუმცა ბევრმა არც კი იცის, სად უნდა წავიდეს. თუ რომელიმეს შედარებით გაუმართლა და ნათესავი ან ახლობელი ჰყავს, ქუჩაში არ დარჩება. რა ეშველებათ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არავინ ჰყავთ – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, მათი ბედი ხშირად გაურკვეველია.

რადიო “ფორტუნა” დაინტერესდა, სად არის მთავარი პრობლემა და როგორ ვეძებოთ გამოსავალი. ამისთვის ჩვენ ბავშვთა სახლის გარდა, სოციალურ მუშაკებსაც ვესაუბრეთ. მართალია, მათ იდენტიფიცირებას მათივე თხოვნით, ჩვენ არ მოვახდენთ, მაგრამ სამაგიეროდ, პრობლემის არსში კარგად გაგვარკვიეს.

18 წლის მარის სულ რაღაც ორი დღის წინ ჰქონდა დაბადების დღე. ის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში გაიზარდა, სადაც მან განათლებაც მიიღო და საჭირო უნარ-ჩვევებიც შეიძინა, მაგრამ ახლა მთავარი პრობლემის წინაშეა – სად წავიდეს, არ იცის. მას არც ნათესავი ჰყავს, არც ახლობელი, არადა, სრულწლოვანი გახდა თუ არა, ის იძულებულია, ბავშვთა სახლი დატოვოს.

საოჯახო ტიპის სახლებში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. გამონაკლისი მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. ისინი 18 წლის ასაკიდან ასეთივე ტიპის სახლებში გადაჰყავთ, რომლებსაც სათემო ორგანიზაციებს უწოდებენ.

სიტუაციაში გასარკვევად, რადიო „ფორტუნა“ ერთ-ერთ ბავშვთა სახლს დაუკავშირდა (მის სახელს მათივე თხოვნით არ ვასახელებთ), სადაც გვითხრეს, რომ ისინი ბავშვების ინტერესების შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ, განათლება მისცენ.

დაუთვლელი უსახლკაროები - რა ელით მიუსაფარ ადამიანებს ზამთარში

მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროს ჩასასვლელები,  ქუჩის ბორდიურები და ბაღის სკამები – თბილისში ღამის საათებში ამ ადგილებში არაერთი მძინარე, მიუსაფარი ადამიანის ნახვა შეიძლება. ქუჩაში მცხოვრები ადამიანების პრობლემას ზამთრის სიცივეები განსაკუთრებით ამწვავებს. ქუჩაში გაყინვის და გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად ფიქსირდება. რამდენი მიუსაფარი ადამიანია ქვეყანაში, ამის შესახებ ერთიანი  ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები თავად აღრიცხავენ ასეთ პირებს, ხოლო […]

„ბავშვები ჩვენთან ყოფნის პერიდოში მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. ისინი საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. რაც შეეხება სწავლას, ვის რა ინტერესები, ამის მიხედვით ხდება სწავლება. 16 წლის ზემოთ სოციალურ სააგენტოდან იღებენ ნებართვას და ბავშვს თუ უნდა მუშაობა, ჩვენ მას ვასაქმებთ. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ 18 წლის შემდეგ, როცა ახალგაზრდა ტოვებს ბავშვთა სახლს, მას თავშესაფრის პრობლემა აქვს. აქედან რომ გადიან, ზოგი სამხედრო სამსახურში მიდის, ზოგს შეიძლება ვინმე ნათესავი ან ახლობელი ჰყავს, მაგრამ ვისაც არავინ ჰყავს, მას თავშესაფრის პრობლემა აქვს“, – აცხადებენ ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სახლში. 

როგორც გვითხრეს, არის დასაქმების პროექტები, სადაც მოზარდები ჯერ სტაჟირებას გადიან, ხდება ინტერესების გამოკვლევა, ტრენინგების ჩატარება, შემდეგ მოზარდების შერჩევა და სხვადასხვა ორგანიზაციაში მათი დასაქმება. „ფორტუნას“ უთხრეს, რომ ამ კუთხით ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გაიზარდა და შესაბამისად, დასაქმების კუთხით სურვილს თავადაც გამოთქვამენ.

„ზოგჯერ ძნელია, 17-18 წლის ბავშვს გააგებინო და აუხსნა, რომ საჭიროა პროფესიის შესწავლა, გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ზოგი ფიქრობს, რომ ამას მერეც მოასწრებენ და ისწავლიან. ჩვენნაირი ტიპის მცირე საოჯახოების მიზანი ისაა, რომ მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის. ძირითადი პრობლემა მაინც არის თავშესაფარი. არსებობს 18+ პროგრამები, მაგრამ ახლა რაც არის, ის მხოლოდ კერძო კომპანიებს აქვთ, ისინი დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ვფიქრობთ, ეს ალბათ უფრო სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე და მინიმუმ 23 წლამდე მაინც მისცენ ბავშვებს საშუალება, რომ იცხოვრობ თავშესაფარში. ამის შემდეგ, ის უფრო კარგად იქნება ცხოვრებისთვის მომზადებული, ვიდრე 18 წლის ბავშვი. აუცილებელია, რომ იმუშაოს ამ 18+ სერვისმა, რაც დღეს სამწუხაროდ არ არის, უფრო სწორად რამდენიმე კერძო შემთხვევაა და ის არასაკმარისია”. 

ამ თემაზე სოციალურ მუშაკებსაც გავესაუბრეთ, თუმცა რესპონდენტებს არ სურთ იდენტიფიცრება. ისინი ადასტურებენ, რომ მთავარი პრობლემა საცხოვრისის არარსებობაა. მათი თქმით, ამ საკითხის მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა შეიძლება, უფრო შედეგიანი იყოს. ამ ეტაპზე კი, სოციალური მუშაკების თქმით, პრობლემების მოგვარების გზა მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების მაქსიმალურად მომზადება და საჭირო უნარ-ჩვევევის სწავლებაა. მათი ინფორმაციითვე,

მიტოვებული ჩვილები: რამდენი ბავშვი ელოდება ახალ ოჯახს და რატომ ვერ აშვილებენ მათ დროულად?

არც ერთ მათგანს არ აქვს მოთხოვნა განსხვავებული საჭიროების, ჯანმრთელობის პრობლემების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე.

ყოველ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საოჯახო ტიპის სახლებს დაახლოებით 50-მდე ახალგაზრდა ტოვებს. თითოეულ მუნიციპალიტეტში 4-6 ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა ახალგაზრდების საცხოვრებლის, ტრანსპორტირებისა და კომუნალური გადასახადების გადახდისთვის.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებს თუ გადავხედავთ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართული ბავშვების რაოდენობა 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო ჯამში 2037 იყო. 2018 წელს თუ შევადარებთ, მაშინ ეს მაჩვენებელი 1907-ს შეადგენდა. ამ შემთხვევაში საუბარია ბავშვების რაოდენობაზე და არა ოჯახებზე, აღსანიშნავია, რომ საოჯახო ტიპის სახლებში ოჯახებიც ცხოვრობენ, რომლებიც გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და არც სადმე წასასვლელი აქვთ.

ფაქტია, რომ როგორც ჩვენ გავარკვიეთ, დღეს მთავარი პრობლემა იმ მოზარდების თავშესაფარია, რომლებიც 18 წლის ასაკს მიაღწევენ და საოჯახო ტიპის სახლები უნდა დატოვონ. ბავშვთა სახლების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ, ხელისუფლება უფრო უნდა გააქტიურდეს და გამოინახოს გზები, თუ სად შეიძლება, გააგრძელონ ცხოვრება 18 წლის ახალგაზრდებმა საოჯახო ტიპის სახლის დატოვების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g