LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვების დღე: ფასდაკლებების კორიანტელი ტანსაცმლის მაღაზიებში

523

1 ივნისი – ბავშვთა დღე უდიდესი დღესასწაულია. გარდა იმისა, რომ მათთვის ამ დროს უამრავი ღონისძიება იმართება, პატარები ელიან საჩუქრებსაც.

„ფორტუნა“ გთავაზობთ საბავშვო ბრენდების მაღაზიებს, რომლებიც ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანში ფასდაკლება რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ABSORBA

საბავშო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზია ABSORBA მომხმარებელს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ფასდაკლების აქცია მხოლოდ ერთი დღით, 1 ივნისს იმოქმედებს და ის როგორც ფეხსაცმლის, ისე სამოსის კოლექციაზე გავრცელდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  ABSORBA მსოფლიო ლიდერი ბრენდია თოთო ბავშვების ტანისამოსის წარმოებაში, თუმცა ჩვილების გარდა მოსავს მოზარდებსაც (0-14წლის ჩათვლით). ეს ბრენდი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის, კომფორტული და მოდური ტანსაცმლის ხაზს ბავშვებისათვის, დაბადებიდან 14 წლის ჩათვლით. ყოველ სეზონზე ABSORBA აყალიბებს კოლექციებს თემების მიხედვით.

მისი კოლექციები მხიარული, ხალისიანი ფერებითაა შესრულებული და რაც მთავარია ხარისხიანია.

 

Bellissimo

30-დან 50%-მდე ფასდაკლებებია მაღაზიათა ქსელ ”ბელისიმოში”.  როგორც კომპანიაში აცხადებენ, საბავშო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასდაკლების აქცია აქ მხოლოდ 1 ივნისს იმოქმედებს, თუმცა მთელ კოლექციაზე.

I.C.R

ფასდაკლების აქციებით ხვდება ბავშვთა დაცვის დღეს საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ქსელიც. ქსელში შემავალ საბავშვო მაღაზიებში 1 ივნისს 20-დან 30 %-მდე ფასდაკლებებია. უფრო კონკრეტულად კი, საბავშვო ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში ”ბამბინო” შუა სეზონური ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი 20-დან 30 %- მდე ფასდაკლებით ისარგებლებს, გარკვეულ კოლექციაზე.

ფასდაკლების აქცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ის 1 ივნისის შემდეგაც გაგრძელდება.

ამასთან ”ბამბინოს” მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს, ბრენდის მაღაზია დღეს ბათუმშიც გაიხსნა და ფასდაკლების აქციით სარგებლობას აჭარელი მომხმარებელიც შეძლებს.

ცნობისთვის, ” ბამბინო”„საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-ის ქსელს 2014 წლის 10 სექტემბერს შეემატა. „ბამბინო“ წარმოადგენს ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების საბავშვო ფეხსაცმლის ხაზებს, როგორებიცაა: „ეკკო“, „ჯეოქსი“, „ბატა“, „ნატურინო“, „სტარი“ და სხვ.

Jacadi Georgia

ყოველ მეორე შენაძენზე 30%-იანი ფასდაკლებაა ფრანგული პრემიუმ ბრენდის მაღაზია ”ჟაკადში”. ფასდაკლება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, შესაბამისად, მხოლოდ 1 დღით გრძელდება და ის მაღაზიაში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე ვრცელდება.

ცნობისთვის, „ჟაკადი“ „აი სი არმა“ საქართველოს ბაზარზე 2017 წლის 23 მარტს წარადგინა. ბრენდი 1976 წელს დაარსდა და ის გამორჩეულია მაღალი ხარისხით. ამასთან, მუდმივად თანხვედრაშია თანამედროვე მოდის ტენდენციებთან.

 

Primark

20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, მაღაზიაში წარმოდგენილ საბავშვო კოლექციაზე ბრიტანული ტანსაცმლის ბრენდის Primark-ის მაღაზია.

ფასდაკლების აქცია სრულ კოლექციაზე გავრცელდება და მისით სარგებლობას მომხმარებელი დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში შეძლებს. ცნობისთვის, Primark-ის მაღაზია თბილისში მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა. ამ ეტაპზე მაღაზიაში 10 წლამდე ბავშვის ტანსაცმელებია წარმოდგენილი.

Primark ისთ ფოინთის ცენტრალურ შენობაში მდებარეობს, სადაც ბავშვების ტანსაცმლის და სათამაშოების მაღაზიებია განლაგებული.

 

***

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის  შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

 

magti 5g