საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტში ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, უნდა შემოიღონ ოქროს ატესტატი და ამ ატესტატის მქონე მოსწავლეს საშუალება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ ჩააბაროს.
“ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ახლაც არის ეს ოქროს მედალი, მაგრამ ეს არაფერში აღარ არის, მე მგონი. იქნებ ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ. ეს იქნება სწავლების მთელი პროცესი, რომ ბავშვმა ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ გააგრძელოს სწავლა,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მეორე დღეა განათლების მინისტრი პარლამენტშია. მიხეილ ბატიაშვილი ისევ სესიაზე ისმენს კითხვებს და განცხადებებს – განათლების რეფორმასა და ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე. დეპუტატები დღეს ძირითადად ფრაქციების სახელით გამოდიან.