LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში… შაქარაშვილის გარდაცვალებამ შეიძლება კიდევ ერთის სიცოცხლე იმსხვერპლოს”

2509
20121106140400-gogi-tchitchinadze

დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, გოგონა, რომლის დაბადების დღეზეც გიორგი იმყოფებოდა, შოკურ მდგომარეობაშია, რადგან საზოგადოება მომხდარში ადანაშაულებს და ამაზრზენ ტექსტებს უგზავნიან.

,,გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით ჩემს მეგობრებს მივმართავ. ამ ანგელოზივით ბავშვის გარდაცვალებამ შეიძლება კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ვგულისხმობ იმ 19 წლის გოგონას, გიორგის მეგობარს ანო გაბეჩავას, რომლის დაბადების დღეზე მოხდა ეს საშინელი ტრაგედია.

ბავშვი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში: მას უგზაცნიან ამაზრზენ ტექსტებს, ურეკავენ,ლანძღავენ, აგინებენ, წყევლიან, ემუქრებიან, ადანაშაულებენ მომხდარში. ჩვენ მორალისტ ბრბოსგან ეს არ მიკვირს, მაგრამ საქმე კიდევ ერთ ახალგაზრდა სიცოცხლეს ეხება. 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

არავინ არის დამნაშავე ამ უბედურებაში მკვლელის გარდა!!! არავინ!!! მეგობრებმა შეკრიბეს ფული ერთ ერთი მათგანის დაბადების დღის გადასახდელად!!! მშობლების პასუხისმგებლობაზე თუ ვლაპარაკობთ, მაშინ იქ მყოფი ყველა ბავშვის მშობლებმა უნდა გადაინაწილონ ეს პასუხისმგებლობა!!! ამ გოგოს არც ერთი უცნობი ადამიანი არ დაუპატიჟებია!!! და ამ გოგოს ბრალი არ არის რომ მისმა უტვინო მეგობრებმა ბიჭებმა ჯერ იჩხუბეს და მერე ვიღაც ვიგინდარებს დაურეკეს თბილისში დასახმარებლად!!! ა

მ ისტორიაში ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ – ისინი დღეს სრულიად განადგურებულები არინ ფსიქოლოგიურად. მკვლელს რაც შეეხება… არ ვიცი, მართლა არ ვიცი მკვლელს რა უნდა უქნას კაცმა!!!!!”- წერს გოგო ჭიჭინაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g