LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი კი არა ქარიშხალია, სუნთქვა შემეკრა.. სულში აქვს გამჯდარი“ – ვინ არის 8 წლის მოცეკვავე გოგონა, რომლის ვიდეოს ემოციების გარეშე ვერ უყურებთ

78492
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

რამდენიმე დღეა მოცეკვავე გოგონას ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო. მისი ემოციური და ზუსტი შესრულება საზოგადოების აღტაცებას იწვევს.

ელენე კიფაია 8 წლის არის. ის სულ რამდენიმე თვეა ცეკვაზე დადის. ვიდეოში, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ელენე “აფხაზურ” ცეკვას ასრულებს.

„წამის მეასედში რომ მასთან გადადიხარ, მხრებს რომ აგითამაშებს აი ის ბავშვია, ემოციებით რომ აგავსებს“, „ბავშვი კი არა ქარიშხალია, სუნთქვა შემეკრა“, „სულში აქვს გამჯდარი“, „მთელი გულით და არსებით ცეკვავს“, „თითოეული ნაკვთით გრძნობს მუსიკას“ – უწერენ კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გარდა ცეკვისა, ელენე განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭითაც გამოირჩევა, ის განასახიერებს სხვადასხვა გმირებს, ემოციებს და ამაზე ძალიან ხალისობს. ასევე, ელენე ხატავს და გატაცებულია ასტროლოგიით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g