LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი, რომელიც მშობლებმა დასჯის მიზნით ტყეში დატოვეს,მაშველებმა იპოვეს

61

იაპონელმა მაშველებმა იპოვეს 7 წლის ბიჭი, რომელიც დასჯის მიზნით მშობლებმა გასულ კვირას ტყეში დატოვეს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მაშველების ინფორმაციით, იამატო ტანუკას პირველი სიტყვები, როდესაც იგი იპოვეს, იყო “ძალიან მშია”.

ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სასწრაფოდ მისცეს საკვები და ყოველი შემთხვევისთვის, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. თავდაპირველად მშობლები ამტკიცებდნენ, რომ ის სოკოს კრეფის დროს გაუჩინარდა, შემდეგ კი აღიარეს, რომ დასჯის მიზნით ტყეში დატოვეს.

მშობლები ამბობენ, რომ ბავში ცუდად იქცეოდა, ამიტომ ტყეში ყოფნისას გადაწყვიტეს, რამდენიმე წუთით მარტო დაეტოვებინათ, შემდეგ კი მისი პოვნა ვეღარ შეძლეს. სამძებრო სამუშაოებში,მაშველების გარდა, იაპონელი ჯარისკაცებიც ჩართეს. ბავშვი გაუჩინარებიდან მეექვსე დღეს იპოვეს.

34C442FA00000578-3622997-image-m-13_1464915156825

magti 5g