LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს… როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, რატომ დებთ მიწაში ისევ!!! რის გამო???: მაია ასათიანი ევა ბარბაქაძეზე

33583
მაია ასათიანი

შორენა ბეგაშვილის შვილმა ევა ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული სურათები განათავსა, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი, ნაწილის მხრიდან კი დადებითი შეფასება მოჰყვა.

აღნიშნულ უარყოფით გამოხმაურებებს ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მაშინ, როდესაც ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, საზოგადოება მის გადასარჩენად ლოცულობდა, თუმცა ახლა, როდესაც ცხოვრებას დაუბრუნდა „მიწაში დებენ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოების გამო“.

„ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა!

ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, ამიხსენით ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ!!! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ!!!

და რის გამო??? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი, რომ აცვია??? მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!!!“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g