LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ შეწყვიტეთ ჩარიცხვა მისი სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე – თათია ზუხბაია

657
unnamed (1)

ჟურნალისტი თათია ზუხბაია ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

“რამდენიმე წუთის წინ, საავადმყოფოდან დამირეკა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მამამ. გიდასტურებთ, რომ ბავშვი არის უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, მიიღო ინსულტი. თუმცა ამ ეტაპზე მისი მკურნალობა სხვა დამატებით სახსრების მოძიებას არ უკავშირდება!

ჰოდა მირეკავს ეს პატიოსანი კაცი და მეუბნება, რომ შეწყვიტონ ჩარიცხვა, მის (!) და მით უფრო ბავშვის სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე! და ეს თანხა სხვა ადამიანს მოახმარონ, იმას, ვისაც ეს ახლა მათზე მეტად სჭირდება..

ამ ძალიან მძიმე ფონზე რომ ამ დეტალზე გეფიქრება ეს სხვა ღირსება, სხვა მორალია!

ასეთი მამის შვილები, ალბათ ასეთივე შვილებს გაზრდიან, არ შეიძლება! არ უნდა გაწყდეს ეს ძვირფასი ჯაჭვი!

ჰოდა მიდი რა ნიკოლოზ! მიდი გამოჯამრთელდი!” – წერს თათია ზუხბაია.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=3899810000059393&set=a.866418696731887&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g