LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვის მიერ ჩადენილი ძალადობა გამოწვეულია მიუხედავი ნეიროდარღვევებით, ძალადობრივი აღზრდით, ან ორივეთი ერთად.. მოძალადე ბავშვი აუცილებლად მსხვერპლია“ – ნანა დიხამინჯია სავარაუდოდ, არასრულწლოვნების მიერ მიუსაფარ ძაღლზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება

202
412152508_1546558346161309_7664626005271513274_n

„ალტე“ უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი – ნანა დიხამინჯია არასრულწლოვნების მიერ, მიუსაფარ ძაღლზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„შინაური ცხოველების სადისტურად მკვლელ ბავშვებს სიკვდილს უსურვებენ ადამიანები, ვისაც განათლების სფეროსთან აქვს შეხება.

პოსტადაც ვდებ ჩემს კომენტარს, იქნებ მეტმა წაიკითხოს და გულისგამხეთქავი სისულელეები არ წეროს გენეტიკაზე და აღზრდაზე.

ბავშვის მიერ ჩადენილი ძალადობა გამოწვეულია ან მიუხედავი ნეიროდარღვევებით (მაგალითად, ტყვიით მოწამვლა, ტვინის სხვადასხვა უბნების დაზიანება ტრავმის ან ავადმყოფობის შედეგად, გენეტიკური ნეიროდარღვევა, არასაკმარისი კვება ხშირად იწვევს მოზარდში აგრესიის ზრდას), ან ძალადობრივი აღზრდით, ან ორივეთი ერთად.

ორივე მიზეზს სჭირდება დროზე აღმოჩენა, შველა და მკურნალობა. ამიტომ კარგ ქვეყნებში არსებობს სოციალური სერვისები, ბავშვთა დაწესებულებები, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისები იმ ბავშვების დასახმარებლად, ვინც ძალადობას სჩადის და ამიტომ მკვლელობისთვისაც არსად არ სჯიან მცირეწლოვანს ისეთივე სიმკაცრით, როგორც ზრდასრულს.

დახვრეტით ზრდასრულსაც არ ხვრეტენ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში.

მოძალადე ბავშვი აუცილებლად მსხვერპლია – არასწორი გარემოს და ოჯახის, რომელიც შეიძლება არ ძალადობს, მაგრამ მიუხედავად ტოვებს ბიოლოგიურად გამოწვეულ მიდრეკილებას ძალადობისადმი.

ზრდასრული იმით განსხვავდება ბავშვისგან, რომ თანამედროვე საზოგადოების შეთანხმებით, მას არჩევანის უნარი ყოველთვის აქვს. ანუ თანამედროვე საზოგადოება თანხმდება, რომ ზრდასრულობამდე, ასაკთან ერთად იზრდება საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის წილი. თორემ ისიც კარგად იცის დღეს ნეირომეცნიერებამ, რომ აგრესიის და ძალადობის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი სწორედ ბიოლოგიური და სოციალური კომპონენტების ერთობლიობაა და არჩევანის დიაპაზონი ძალიან მცირეა.

როცა ბავშვი ცხოველზე ძალადობს, მას ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება და არა ამოწყვეტა.

შინაური ცხოველების სადისტურად მკვლელ ბავშვებს სიკვდილს უსურვებენ ადამიანები, ვისაც განათლების სფეროსთან აქვს შეხება….

Posted by Nana Dikhaminjia on კვირა, 24 დეკემბერი, 2023

 

ასევე, ვინც წერთ, რომ „მე ძალადობაში გავიზარდე და კეთილი ვარ, ამიტომ ძალადობის ბრალი არაა მოზარდის აგრესია,“ სტატისტიკაც და მედიცინაც ცუდად გცოდნიათ.

მწეველთა 80%-ს არ უჩნდება ფილტვის კიბო, მაგრამ ფილტვის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზი მოწევაა.

სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება აუფეთქეს – მძიმეა ძაღლის მდგომარეობა 

„იგეგმება ოპერაციის გაკეთება“ – რა სახის დაზიანება აქვს მიუსაფარ ძაღლს და როგორია მისი მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g