LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის სწორად გაზრდის 7 საიდუმლო წესი

116

1. არასოდეს გააჩუმოთ ბავშვი და ყოველთვის მიეცით საშუალება, საკუთარი აზრი გამოხატოს. ბავშვებს ლოგიკური თხრობა ხშირ შემთხვევაში უჭირთ და მოსაყოლ ამბავს ბოლოდან იწყებენ ხოლმე ხშირად, თუმცა დროთა განმავლობაში ისწავლიან დროში ორიენტირების კანონზომიერებას და მათი თხრობის მანერაც დახვეწილი გახდება. ბავშვს შეუძლია ილაპარაკოს გაუჩერებლად, არ უნდა დაუშალოთ. დადგება დრო (გარდატეხის ასაკში), როდესაც ძალიან მოგინდებათ, თქვენი შვილი გულწრფელად დაგელაპარაკოთ საკუთარ პრობლემებზე, მას კი ამისი სურვილი არ ექნება.

2. დაეხმარეთ ბავშვს, პატარა ასაკიდანვე ისწავლონ დროში ორიენტირება. რაც უფრო ადრე ეცოდინება პატარას სამი დროის განსხვავება, აწმყოსი, წარსულის და მომავლის, მით მარტივი იქნება მისთვის დროში ორიენტაცია და სიტყვების არსი. ხშირად მოუყევით ბავშვებს ზღაპრები, ისტორიები წარსულსა და მომავალ დროში, გაუზიარეთ თქვენი ხვალინდელი დღის გეგმები, გააანალიზეთ, რა მოხდა გუშინ და ა.შ.

3.ყოველთვის განიხილეთ ბავშვთან ერთად რამე თემა. ეს, შესაძლოა იყოს, ზღაპარი, ან რაიმე – ქუჩაში ნანახი, ტელევიზორით მოსმენილი, ამბავი, რომელიც საბავშვო ბაღში გადახდა თავს… ასეთი საშუალებებით ბავშვს უვითარდება ლექსიკა, ამჩნევს წვრილმანებს, რომელზეც თქვენ საუბრისას ყურადღებას გაამახვილებთ.

Mother having discussion with son

4.მუდმივად აჩვენეთ ბავშვებს სურათები. ცნობიერებას აუმჯობესებს შედარებები, დაკვირვება, პატარას უნდა ჰქონდეს ბევრი ილუსტრირებული წიგნი, ფოტოალბომები, ნახატებიანი კუბები, ბარათები…

5.მუდმივად ავარჯიშეთ მისი მეხსიერება. ეს, პირველ რიგში, სიმღერებისა და ლექსების დამახსოვრებით უნდა დავიწყოთ. „მეცადინეობას“ უნდა ჰქონდეს თამაშის სახე, რათ ბავშვმა მიიღოს სიამოვნება და იძულებული არ გახდეს, დაიზეპიროს ლექსი და სიმღერა. ბავშვებს კარგად აქვთ განვითარებული ფანტაზია, შეგიძლიათ, მათთან ერთად შექმნათ მოთხრობები ან ლექსები.

Hispanic father reading book to daughter

6.გაუმახვილეთ ბავშვს ყურადღება მგრძნობელობის ხუთივე ორგანოზე და მუდმივად მოახდინეთ სტიმულირება. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ბავშვისთვის მხოლოდ მხედველობა და სმენაა საჭირო, განვითარებისთვის კი აუცილებელია ყნოსვა, შეხება. ამიტომ, აუცილებელია ბავშვის ყურადღება გაამახვილოთ სხვადასხვა სუნზე, შეახებინეთ ხელი სხვადასხვა ტექსტურაზე, ეს ბავშვის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.

7.ბავშვისთვის თქვენთან თამაში აუცილებელია, რადგან თამაშის დროს მშობელსა და შვილს შორის ძალიან ახლო ურთიერთობა ყალიბდება. მეორეც – ბავშვობა თამაშის გარეშე არ არსებობს. თამაში შეიძლება სუფთა ჰაერზე – ბურთის, ქვიშაში ფიგურების კეთება, საქანელები, დამალობანა, დახუჭობანა… ამას გარდა, აუცილებელია ინტელექტის ასამაღლებელი თამაშებიც – კონსტრუქტორები, მოზაიკა, თავსატეხები. მიხვდებით, რა არის თქვენი შვილისთვის ყველაზე საყვარელი თამაში და აქცენტს სწორედ გართობის იმ სახეობაზე გააკეთებთ.

APC1M5 Young children playing football in the park

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები