ბავშვის ტანსაცმლის მაღაზია Mini Me Shop მომხმარებელს ცნობილი ბრენდების ახალ კოლექციებს სთავაზობს. როგორც მაღაზიის დამფუძნებელმა ნინი მიქაუტაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მაღაზიაში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები შეიძინონ.
მისივე ინფორმაციით, Mini Me Shop-ში მისული fun card-ის მფლობელები 5%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. რაც შეეხება ფასებს, 15 ლარიდან იწყება და 170 ლარამდე ადის.
მაღაზია Mini Me მიცკევიჩის 6 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.