LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვობა შიშში გავატარე, ფსიქიკური აშლილობა მქონდა, ძალიან მრცხვენია”- ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული

124
Capture

“ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა, რაც მოხდა,”- ამის შესახებ ვარკეთილში სამართალდამცავებზე თავდასხმაში ბრალდებულმა, ალექსანდრე ივანოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ივანოვის თქმით, მან მთელი ბავშვობა სტრესში გაატარა,რის გამოც ფსიქიკა შეერყა, აღნიშნული დანაშაულიც სწორედ ამიტომ ჩაიდინა.

ვარკეთილში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მამაკაცი ჩაკეტილი სახლიდან ისროდა

მამაკაცი სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა

“ძალიან მრცხვენია. დედა ხუთჯერ “რეციდივისტზე” გათხოვდა, რომელმაც ისეთი მონაწილეობა მიიღო ჩემს აღზრდაში, ხან დალურჯებული ვიყავი, ხან სულ შიშში. ამ სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა მქონდა. სულიერი მდგომარეობა არ მქონდა კარგად, ამას ვაღიარებ. ვიცოდი, რომ ჩემი დალევა არ შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება ფსიქიური ზეწოლის ქვეშ გავატარე. ვაღიარებ, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა, რაც მოხდა. დამამშვიდებელ და დამაწყნარებლებს ვსვამდი, ვიცოდი, რომ დალევა არ შეიძლებოდა ჩემთვის,”- აცხადებს ივანოვი.

შეგახსენებთ, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, 45 წლის მამაკაცმა, ნასვამ მდგომარეობაში საკუთარი სახლიდან რამდენჯერმე ბრმად გაისროლა. მსგავსი ქმედება მან ადგილზე მისულ სამართალდამცავების თანდასწრებითაც გაიმეორა.

დაახლოებით ხუთსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ მამაკაცი სამართალდამცავებს ჩაბარდა.

შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ვარკეთილელი მამაკაცი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g