83 წლის მუსიკოსი, რომელიც უძველეს გარმონებს აღადგენს და შესანიშნავად უკრავს, მუსიკაში თავის პირველ ნაბიჯებს იხსენებს, მაყურებელს კი თუშური მელოდიების საოცარ ჰანგებს სთავაზობს.
ლუხუმი ქისტაური ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „სხვა რაკურსი“ ამბობს, რომ მუსიკით ბავშვობიდანვე გატაცებული იყო.
„ბავშვობიდანვე მაინტერესებდა მუსიკა, ჯარიდან რომ ჩამოვედი მერე დავიწყე აქტიურად დაკვრა.
გარმონზე დაკვრა ბოლოს ვისწავლე.. ქორწილი იყო თუ ნიშნობა მყავდა მედოლე დავდიოდით და ვუკრავდით..“ – ამბობს ლუხუმი ქისტაური.