ბავშვობის ფსიქო ტრავმები და მათი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქო კონსულტანტმა მაკა გორდელაძემ ისაუბრა.
რა გავლენა აქვს ტრავმებს ჩვენს ცხოვრებაში?
ბავშვობის ტრავმები აისახება ჩვენს ცხოვრებაზე, ხშირად ბავშვობაში განცდილი მოვლენები დიდობაში სერიოზული გართულებები გამომწვევი ხდება. ჩემი პრაქტიკიდან 99% ცხოვრებისეული გამოწვევები და დიდობაში გადაულახავი საკითხები: ფობიები, შიშები, ემოციური არასტაბილურობა, ხშირად განმეორებადი პრობლემური მოვლენები, ბავშვობის ტრავმული გამოცდილების შედეგია.
ძირითადად ბავშვობის ფსიქო ტრავმები 6 წლამდე ასაკში ფორმირდება, რადგან ეს ის ასაკია როცა ბავშვს ჯერ არ ააქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება, ის რაც ესმის და ხედავს ყოველგვარი კრიტიკის და განსჯის გარეშე იჯერებს და მიაჩნია ერთადერთ სიმართლედ.
შეიძლება ფსიქო ტრავმები ექვსი წლის შემდეგაც მოხდეს, როცა არის ახლობელ ადამიანთან განშორება, ახლობლის ან საყვარელი ცხოველის გარდაცვალება, კატაკლიზმები, ომი, სხვადასხვა სახის ძალადობა, მშობლების განშორება და სხვა,

ყველა შემთხვევაში მთავარი რომ ჩვენი დამოკიდებულება და შეფასებაა კონკრეტული მოვლენის მიმართ, იმაზეა დამოკიდებული ტრავმულ სიტუაციაში მონაწილე ზრდასრული როგორ მოგვაწოდებს და რა ინტერპრეტაციად მისცემს მოვლენას, ბავშვიც ამის მიხედვით აკეთებს დასკვნებს ტრავმული სიტუაციის დროს. მაგალითად: მშობლების დაშორების დროს როცა განაწყენებული მშობელი, მაგალითად დედა ბავშვების თანდასწრებით გამოხატავს ბრაზს და წყენას მამის მიმართ, ან პირდაპირ ეუბნება ბავშვს რომ ,,მამამ მიგვატოვა’’; ,,ეხლა სხვა ოჯახი ჰყავს’’, ,,ჩვენ არ ვჭირდებით’’, ,,ის ცუდი ადამიანია’’ ,,მოღალატეა’’ ,,მატყუარაა’’ და ა.შ. რა თქმა უნდა მსგავსი ქცევა ბავშვს ძალიან დიდ ტრავმას აყენებს, თავს არასაჭიროდ და მიტოვებულად გრძნობს, რაც დიდობაში დაბალი თვითშეფასებაში და პირად ურთიერთობების სირთულეებში გამოიხატება.
რა იქნებოდა სწორი ასეთი შემთხვევის დროს, მსგავსი შემთხვევები ხდება ცხოვრებაში და რა თქმა უნდა თავისთავად ეს ფაქტი სტრესულია ყველა ამ მოვლენაში ჩართული ადამიანისთვის, მაგრამ შესაძლებელია მოხდეს ამ ფაქტის ნაკლებ ტრავმატიზება. ზრდასრულის მხრიდან ამ ფაქტის სწორად მიწოდება ისე როგორც არის საკუთარი ემოციების და შეფასებების გარეშე, მაგალითად, იმის თქმა რომ მშობლები ისევ მისი მშობლები არიან, ისევ მნიშვნელოვანი ადამიანია მათ ცხოვრებაში და მის ადგილს ვერვინ დაიკავებს, მამას და დედას ისევ უყვარს და ისევ გაგრძელდება მათ ურთიერთობა.
როგორც ამოვიცნოთ ბავშვობის ტრავმების – არაადეკვატური რეაგირება, კონტექსტის შეუსაბამო ქცევები, არარეალური აღქმები, საკუთარ შექმნილ სამყაროში ცხოვრება, სოციალური ურთიერთობების გართულება ან საერთოდ არ არსებობა, ემოციური არასტაბილურობა და სხვა.
გავრცელებული ფსიქო ტრავმები და მათი გავლენები ცხოვრებაზე:
უსიყვარულობის განცდა – დიდობაში- კარგი გოგოს ან კარგი ბიჭის როლის მორგება
ბავშვობაში – მიტოვება, უმნიშვნელობის განცდა, უსიყვარულობის განცდა, დაუფასებლობის შეგრძნება, გრძნობა რომ ის, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის არ არის ძვირფასი, შეგრძნება რომ ის მშობლებისთვის ზედმეტია, განცდა რომ მისი არსებობა არ არის საჭირო.
დიდობაში როგორ აისახება ადამიანზე ეს – თვითრეალიზების პრობლემები, დაბალი თვითშეფასება, მიტოვების შიში, ,,მე კარგი ვარ’’ ,, მე ვიმსახურებ არსებობას’’ ამის მტკიცება საკუთარი თავის დაზიანების ხარჯზეც კი. სიყვარულის მოსაპოვებლად ძალიან დიდი ძალისხმევა. ასეთ ადამიანს არ მოსწონს საკუთარი თავი, ისეთ როგორიც არის, რადგან თვლის რომ ის არ არის საკმარისად კარგი, ცდილობს სხვებთან ურთიერთობაში იყოს ისეთი როგორც პარტნიორს, მეგობარს, უფროსს, თანამშრომელს თუ სხვას მოეწონება. ცდილობს გაამართლოს საკუთარი არსებობა.

ზედმეტი პასუხისმგებლობა- მაგარი გოგოს ან მაგარი ბიჭის იმიჯის მორგება.
ბავშვობაში – მოუწია დიდობა და დროზე ადრე გაზრდა, იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება ვიდრე მის ასაკს შეესაბამებოდა, როცა ბავშვს რომელიმე მშობლის პასუხისმგებლობის აღება მოუწია, მაგალითად მარტოხელა დედამ გაზარდა, ან მამა არ ერთვებოდა ბავშვის აღზრდაში და ბავშვი გახდა ვალდებული აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
დიდობაში ასეთ ადამიანს აქვთ გამძაფრებული კონტროლი, უჭირს პასუხისმგებლობის აღება; ან ხშირად იღებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიდრე შეუძლია გაუმკლავდეს, არ შეუძლია მოდუნება და მუდამ დაძაბულია, სტრესი და ტონუსში ყოფნა მისთვის ბუნებრივი და უფრო მისაღები მდგომარეობაა ვიდრე მოდუნებული ყოფნა, ხშირად სხვისი საქმეების მოგვარებაზე ხარჯავენ საკუთარ რესურსებს, საკუთარი საქმეზე და ინტერესებზე წინ სხვის საქმეს და ინტერესებს აყენებენ, არ უყვართ დელეგირება.