LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვობის მეგობრებიდან მხოლოდ ერთი გადაურჩა სასწაულებრივად სიკვდილს“ – ვინ არის ბიჭი, რომელიც მტკვარში ავტომანქანის გადავარდნის დროს ცოცხალი ამოიყვანეს

519
გიორგი თოლორაია

14 მაისის ღამეს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. მომხდარი შემთხვევიდან მალევე, მაშველებმა წყლიდან ერთი მოქალაქე ამოიყვანეს.

15 მაისს კი სამაშველო ჯგუფებმა მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, რომელიც შემთხვევის დროს ამავე ავტომობილში იმყოფებოდა.

„ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

„ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტომობილის მტკვარში გადავარდნის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა უტა ელიავაა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ვიდეო:„ბოლოჯერ გნახე აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, მეჩქარება, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი…“ – რა კადრებს ავრცელებს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

ბიჭი, რომელიც მაშველებმა მომხდარიდან მალევე წყლიდან ცოცხალი ამოიყვანეს, გიორგი თოლორაიაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი თოლორაია მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ დაინახა, რო­გორ მო­ცუ­რავ­და ნა­პი­რის­კენ მისი მე­გო­ბა­რი [გიორგი შამუგია], მაგრამ ამ დროს წყალში გა­და­ვარ­დნილ­მა მან­ქა­ნამ გა­და­უ­ა­რა და შემდეგ აღარაფერი დაუნახავს.

„თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიიკ ჩემი ძმა ხარ, მაგარი კაცი ჩამახუტა ახლა ჩამაკოცნინა თქვენი თავი“, – წერს გიორგი თოლორაია სოციალურ ქსელში.

თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიიკ ჩემიიი ძმაააახაარ მაგარიი კაციი ჩამახუტაა ახლაა ჩამაკოცნინა თქვენი თავი❤️❤️❤️❤️❤️

Posted by Giorgi Toloraia on ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025

„მი­ნის ჩამ­სხვრე­ვა მხო­ლოდ ერ­თმა მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ მე­გობ­რებს არ ტო­ვებ­და, რომ­ლე­ბიც სალონში ჩა­ჭე­დი­ლე­ბი იყ­ვნენ, ხმა­მაღ­ლა ყვი­რო­და და მაშ­ველს უხ­მობ­და. ბოლო მო­მენ­ტში, როცა სა­ლო­ნი წყლით ივ­სე­ბო­და, ორმა ჩარ­ჩე­ნილ­მა მე­გო­ბარ­მა უტამ და გი­ორ­გიმ ძა­ლით გააგდო სა­ლო­ნი­დან სი­ტყვე­ბით: „ჩვენ თუ ვერა, შენ მა­ინც გა­დარ­ჩი!“ და მას წყლის ზედაპირისკენ უბიძ­გეს“, – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გადარჩენილის მეგობრის ნაამბობზე დაყრდნობით.

⚫️ უკვე იცით, რომ მტკვარში გადავარდნილი მანქანაც და ორი ახალგაზრდის ცხედარიც იპოვეს. მანქანაში მძღოლის ჩათვლით, სამი…

Posted by ლაშა ბერულავა on ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025

შეგახსენებთ, პოლიციამ დააკავა 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

„ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა“ – შსს-მ გასულ ღამეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა

magti 5g