LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვს ბავშვობა უნდა ეტყობოდეს – ბიონსეს 11 წლის ქალიშვილის ჩაცმულობამ მომღერლის ფანები აღაშფოთა

753
ბიონსე

ბიონსესა და ჯეი-ზის 11 წლის ქალიშვილის ახალი ფოტო, კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა. ფოტო ჯეი-ზის ახალი წიგნის პრეზენტაციაზეა გადაღებული, რომელიც ბრუკლინის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ახალ ფოტოზე ბლუ აივი ლურჯი ფერის კაბაშია გამოწყობილი, საყურეებსა და ყელსაბამთან ერთად, მას სათვალე უკეთია და ასევე კარგად ჩანს მსუბუქი მაკიაჟიც.

ბიონსეს ფანები წერენ, რომ 11 წლის ბავშვისთვის ასეთი ლუქი შეუფერებელია და ბავშვს ბავშვობა აუცილებლად უნდა ეტყობოდეს. ბიონსე ამჯერად მსოფლიო ტურნეს  Renaissance -ის ფარგლებში კონცერტების სერიას მართავს. ის ბრუკლინში მეუღლის მხარდასაჭერად ჩავიდა.

ბიონსე „ფერაგამოს“ მბზინავ კაბასა და „კარტიეს“ ულამაზეს საყურეებში ტორონტოში გამართულ კონცერტზე

ბიონსემ კონცერტი გააუქმა – ფანები გაცეცხლებულები არიან

ვიდეო: ბიონსეს შთამბეჭდავი „ლუქები“ და თვალწარმტაცი პერფორმანსი ვარშავის სცენაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები