LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა სამყაროდან გადარჩენილი ძვირფასეულობა გამოაქვთ

98

,,ექსპერტების ზედამხედველობით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ, შენობის საცავში მოვაჭრეების შეყვანის პროცესი დაიწყო“, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაშა აბაშიძე დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დაზარალებულებს ხვდება.  

მისი თქმით, სპეციალურად მოწყობილი დერეფნის საშუალებით, სამართალდამცავების თანხლებით, შენობაში მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი მიმდინარეობს, რათა მათ  საცავებში არსებული კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ.

შემდეგ ეტაპზე, მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე გადაანაწილებენ.

„სპეციალისტების მეთვალყურეობით ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების ფარგლებში,  გაკეთდა სპეციალური დამჭერები და მოეწყო დერეფანი, საიდანაც შენობაში სამართალდამცველებთან ერთად, მოვაჭრეები შედიან ნივთების გამოსატანად. უკვე შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილების შეთავაზების საკითხს. ამასთან დაკავშირებით ბაზრობების ადმინისტრაციებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს“,- განაცხადა ლაშა აბაძიძემ.

მოვაჭრეების განცხადებით, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ, საცავში ნივთები სრულად და დაზიანების გარეშე დახვდათ.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძარს გუშინ მთელი დღის განმავლობაში აქრობნენ. ხანძრის შედეგად, შენობა იმდენად დაზიანდა, რომ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება შენობის შინგით განთავსებულ პროდუქტს, გადარჩა მხოლოდ სათავსოში შენახული ძვირფასეულობა და ნაკეთობები.

http://old.fortuna.ge/dakhlebze-gantavsebuli-oqros-nawarmi-ganadgurda-ra-khdeba-am-wutebshi-bavshvta-samyaroshi/

ბავშვთა სამყაროს შენობა დაზღვეულია, პროდუქცია და დახლები კი არა. მოვაჭრეებს დახმარებას დაპირდა როგორც ადმინისტრაცია, ასევე შემოსავლების სამსახური და კომერციული ბანკები.

mazda magti 5g