LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ?! NATO-ს ქოლგაა ერთადერთი გარანტი“ – კობახიძე აშშ-ის სამხედრო ბაზის აშენებაზე ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს

146
ირაკლი კობახიძე

„ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? ნატოს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული“ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კითხვას, თუ რატომ უთხრა საქართველომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ამერიკული ბაზის გახსნაზე უარი.

მმართველი გუნდის თავმჯდომარის თქმით, ამ ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო, სასაცილოა, რაც ამ საკითხს არასერიოზულს ხდის.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, „არავითარი ბაზა, ზოგადად, უსაფრთხოების გარანტია არ არის“

„ამ ინფორმაციის წყარო ვინ არის? ლიკა – ვიღაც გვარი ეწერა, რომელიც არის ამ ამბის გამავრცელებელი, ეს ხომ არასერიოზულია.

მეორე, ერთადერთი, რამაც არსებულ ვითარებაში საქართველოს შეიძლება უსაფრთხოების გარანტია მისცეს, ეს არის ნატოს წევრობა.

თქვენ იცით, რომ, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატოს ქოლგა.

რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა, ზოგადად, არ არის უსაფრთხოების გარანტია. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, წყარო არის სასაცილო, დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არ ღირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g