LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ავტოლომბარდის ახალი ბრენდი „ტურბო“ შემოვიდა

656

ბაზარზე ავტოლიზინგისა და ავტოლომბარდის ახალი ბრენდი  „ტურბო“ შემოვიდა.  კომპანია „საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ დაარსა და ბრენდის პირველი ფილიალიც გახსნა. ფილიალი თბილისში, წერეთლის გამზ. 71-ში მდებარეობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „ტურბო“ მომხმარებელს სთავაზობს თანხის მიღების მარტივ გზასა და მეორადი, ან ახალი ავტომობილის შეძენის ყველაზე სწრაფ პროცედურას, ავტოლომბარდისა და ავტოლიზინგის მეშვეობით.  მათივე ინფორმაციით, „ტურბოს“ ავტოლიზინგი და ავტოლომბარდი ბაზარზე საუკეთესო პირობებით გამოირჩევა და ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

”მას ვისაც ჭირდება თანხა მეორადი, ან ახალი ავტომობილის შესაძენად, შეუძლია მიმართოს „ტურბოს“ ავტოლიზინგით მომსახურებისთვის. „ტურბოს“ ავტოლიზინგი გამოირჩევა: ხელმისაწვდომობით, მარტივი და სწრაფი პროცედურითა და დაბალი პროცენტით. განაცხადის შევსება ონლაინ არის შესაძლებელი, მანქანის შეფასებისთვის კი მომხმარებელი შემდგომ მოდის. ამასთან, არ მოითხოვება საკრედიტო ისტორიის გადამოწმება და საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა.

მას ვისაც უკვე ჰყავს ავტომობილი და სჭირდება თანხა, ასევე შეუძლია მიმართოს „ტურბოს“. აღნიშნული თანხის უზრუნველყოფა მომხმარებლისავე ავტომობილი იქნება, რომლითაც ის სარგებლობას შეუფერხებლად გააგრძელებს. „ტურბოს“ ავტოლომბარდი ასევე გამოირჩევა ხელმისაწვოდმობითა და მარტივი და სწრაფი პროცედურით. „ტურბოში“ მომხმარებელი უფრო მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე სხვაგან. ამასთან, არ მოითხოვება საკრედიტო ისტორიის გადამოწმება და საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა. მომხმარებელი ონლაინ ავსებს განაცხადს და შემდგომ მოყავს მანქანა შესაფასებლად”, – აცხადებენ „საქართველოს სალიზინგო კომპანიაში”.

მათივე ინფორმაციით, ავტოლიზინგისა და ავტოლომბარდის ყოველთვიური გადასახდელების დაფარვა მომხმარებელს ინტერნეტ ბანკით და საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. „ტურბოს“ პროდუქტებით სარგებლობისას მომხმარებელს გადაეცემა „სოკარის“ ბარათი, რომლითაც ბენზინზე 15 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.turbo.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები