LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზრობებზე კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი მოსალოდნელი იყო – ვახტანგ კალოიანი

365
5df5e153b2e05

კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრის მიუხედავად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მაინც სტაბიულურია. კალოიანი განმარტავს, რომ ახალი შემთხვევების უმრავლესობის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„საბედნიეროდ ვირუსის შიდა გადაცემა არ გვაქვს, გვაქვს სამი დიდი კლასტერი: გარდაბნის, მძღოლებისა და სამედიცინო პერსონალის. სამივე კლასტერი კონტროლირებადია, აფეთქება არსად არ არის. ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ ბაზრობა იქნებოდა შესაბამისად მაღალი რისკის მატარებელი.

ამიტომ კარგი იქნებოდა პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საბედნიეროდ სიტუაცია კონტროლიდან არ გასულა.

მოსალოდნელი იქნება გარკვეული რისკები ტურისტულ ზონებში. ყველა მეზობელთან უპირობოდ საზღვრის გახსნა ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებული რთული ვითარებაა რუსეთსა და სომხეთში, შესაბამისად იქ საზღვრის გახსნაზე საუბარი რთული იქნება“,-განაცხადა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g