ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC თანხების დაზოგვის მიზნით 2022 წლისთვის 450 თანამშრომელს შეამცირებს, რასაც თანხების 80 მილიონი ფუნტის დაზოგვით ხსნიან.
BBC news-ის ხელმძღვანელ ფრან უნსტორის განცხადებით, მაუწყებლობა ტრადიცულიდან ციფრულზე უნდა გადავიდეს.
“ჩვენ უნდა შევქმნათ BBC News მომავალი ათწლეულის განმავლობაში ისე, რომ დაიზოგოს დიდი თანხები. ჩვენ ძალიან ბევრ რესურსს ვხარჯავთ ტრადიციულ მაუწყებლობაზე და არა ციფრულზე“.
სამაუწყებლო კავშირ Bectu-ს განცხადებით, ეს ცვლილება BBC-ის თანამშრომლებს დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს.
შემცირება შეეხება დილის გადაცემას, რომელიც სოციალურ თემებზე მწვავე რეპორტაჟებით გამოირჩევა, ასევე ღამის გადაცემა “ნიუს ნაითს“, რომელიც საგამოძიებო მასალებზე მუშაობდა, რეორგანიზაციის ფარგლებში დაიხურება რადიო 5-ის გადაცემა „world update”.
ცვლილებები ასევე შეეხება BBC news-ს, რომელიც 6000 თანამშრომელს აერთიანებს, მათგან 1700 ბრიტანეთის გარეთ მუშაობს.
კადრების შემცირების შემდეგ BBC News-ის ბიუჯეტი გაიზრდება და წელიწადში 480 მილიონი ფუნტი გახდება.