BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია სრული მასშტაბით გრძელდება და ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის არმიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ღაზადან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა ისროლეს, აქედან 40-მა ისრაელის ტერიტორიამდე მიაღწია, 10 კი – ღაზას სექტორში ჩამოვარდა.
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში 40 მიწისქვეშა სამიზნეზე მიიტანეს იერიში. ოპერაცია 25 წუთს გაგრძელდა და მიწისქვეშა გვირაბების ქსელის გასანადგურებლად ათობით ბომბი ჩამოაგდეს. მათი სამიზნე ასევე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ იარაღის საწყობები იყო.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 10 მაისიდან დღემდე ისრაელის ავიაიერიშებს 219 ადამიანის, მათ შორის 63 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 530 კი -დაშავდა.
ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულებს შორის მინიმუმ 150 მებრძოლია. ისრაელში ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.