ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად და შემოსავლის გასაზრდელად, Youtube-თან ახალი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად BBC-ი ვიდეო პლატფორმისთვის ექსკლუზიურ მასალებს მოამზადებს, მათ შორის დოკუმენტურ ფილმებსა და მცირე ზომის სიუჟეტებს.
მიუხედავად იმისა, რომ BBC-ი Youtube-ზე უკვე წლებია აქტიურადაა წარმოდგენილი, სახელმწიფო მარეგულირებლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, მასალების მონეტიზებას ვერ ახერხებს და ვერც კერძო შეკვეთებს იღებს. მაგალითისთვის, 2025 წლის დეკემბერში YouTube-ს თვალს 51.9 მლნ ბრიტანელი მაყურებელი ადევნებდა, რაც BBC-ის მაყურებლების რაოდენობის მაჩვენებელზე ბევრად მეტია.
ამჟამად BBC-ის შემოსავლის ერთადერთი წყარო ქვეყნის მასშტაბით არსებული გამოწერის სერვისია, რომლითაც ბოლო დროს, ციფრული პლატფორმების უფრო და უფრო განვითარებიდან გამომდინარე, სულ უფრო ნაკლები ბრიტანელი სარგებლობს.
