LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

145
bbc

ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა.

როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას.

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ”,- განუცხადა BBC-ის სპიკერმა „ფორმულას“ .

ცნობისთვის, საჩივარი ეხება BBC–ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასა და დოკუმენტურ ფილმს, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

შს მინისტრი: „აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო“

როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“. BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“. „ქართულმა ოცნებამ“ 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედიას შესაბამისი საჩივრით მიმართეს.

შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ეჭვი აქვს იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს – რომლებსაც აჯერებენ, რომ თუთიყუშს ბუმბული გასძვრა იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღით მოწამლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g