BBC-ის ჟურნალისტმა, რაიჰან დემიტრიამ თბილისში განვითარებულ მოვლენებს გადაცემა მიუძღვნა, რომელსაც “საქართველოს რეივ რევოლუცია” დაარქვა. გადაცემაში თავიანთ შეხედულებას გამოხატავენ “ქართული მარშისა” და ნაცისტური დაჯგუფებების წევრები, ასევე კლუბი BASSIANI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბაქიანი.
“პოლიციელების რეიდებმა და რადიკალურმა დაჯგუფებებმა, ცეკვა პოლიტიკურ მოქმედებად აქციეს საქართველოში,” – აცხადებს BBC-ის ჟურნალისტი.
სრულად გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა. მანამდე კი, 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.
“თეთრი ხმაურის მოძრაობამ” და ახალგაზრდებმა მიიჩნიეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა.