რუსეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაწილს ტვიტერში შესვლა შეუზღუდა, რათა უკრაინაში არსებული ვითარების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებზე წვდომა არ ჰქონდეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი კომპანია NetBlocks-ზე დაყრდნობით წერს.
NetBlocks-ის დირექტორი აცხადებს, „ტვიტერის“ შეზღუდვა მნიშვნელოვნად შეზღუდავს ინფორმაციაზე თავისუფალ წვდომას კრიზისის დროს, როდესაც საზოგადოებას სჭირდება ინფორმირებული იყოს.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში შეზღუდვით მუშაობს Facebook-იც.