LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-სა და NASA-ს ვირტუალური ტური Google Earth-ის ახალ პროექტში (ვიდეო)

142

Google Earth-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალური ექსკურსიები მოაწყო. პროექტი სკოლის მოსწავლეებზე არის ორიენტირებული, თუმცა ის დიდებსაც დააინტერესებს. ექსკურსია განყოფილებაში Voyager არის დამატებული და მისი შემქმნელების აზრით, ტურები მასწავლებელს საგნის უკეთ ახსნაში, ხოლო მოსწავლეებს – გაგებაში დაეხმარება.

საიტზე უკვე შესაძლებელია ვიკინგების კვალზე მოგზაურობა, აფრიკაში 21 ათასი მილის გავლა, ვირუს ებოლას შესახებ სრული კურსის მიღება ან ოკეანის სიღრმეების დათვალიერება.

https://www.youtube.com/watch?v=GCP97SY0pMI

ლექციებსა და ვირტუალურ ტურებს BBC, NASA და ეროვნული გეოგრაფიული გაერთიანების მეცნიერები და ექსპერტები წარმოადგენენ. Google Earth-ის დამატებითი ვერსია Chrome-ის ბრაუზერსა და Google Play-ზე უკვე ხელმისაწვდომია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები