LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: უკრაინა აშშ-ს დრონებს, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და მოიერიშე თვითმფრინავებს სთხოვს

63
Untitled design (2)

BBC-ს ინფორმაციით, უკრაინა აშშ-ს დრონებს, რაკეტებს და მოიერიშე თვითმფრინავებს სთხოვს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და მოიერიშე თვითმფრინავების მოთხოვნის შესახებ საუბარია იმ სიაში, რომელიც უმაღლესი რადას დელეგაციამ კონგრესს გადასცა.

ამავე ინფორმაციით, მოთხოვნის ახალი სია ასევე მოიცავს ტაქტიკურ რადარებს დრონების ამოსაცნობად, არტილერიას, მობილურ საავადმყოფოებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების ახალ პარტიებს.

შეგახსენებთ, უკრაინის პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში იმყოფება. როგორც CNN წერს, დელეგაცია მხოლოდ ქალებისგან შედგება.

“უკრაინის ჭეშმარიტად მხარდაჭერა ნიშნავს მისთვის იარაღის მიცემას. უკრაინა მუდმივად ითხოვს იარაღს – არა მხოლოდ თავდაცვით, არამედ შეტევით იარაღსაც. ნებისმიერი იარაღი არის თავდაცვითი, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას”, – აცხადებს დელეგაციის წევრი ანასტასია რადინა.

ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად გამოვიყენებთ: ზელენსკის გზავნილები ნორვეგიის პარლამენტს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები