LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბჟანია: საქართველოს Nato-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის 

446
ასლან ბჟანია

„საქართველოს Nato-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის “,–  ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„საქართველო აქტიურად ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს, სურს გახდეს Nato-ს წევრი. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან რეგულარული სამხედრო წვრთნები ტარდება ჩვენი საზღვრის სიახლოვეს, როგორც ხმელეთზე, ასევე საზღვარზე. ეს ყველაფერი აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ასლან ბჟანიას ქართველი თანაშემწე ჰყავს? – რა განცხადებას ავრცელებს დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“

ბჟანიას პრესსამსახურში ჟურნალისტებს მოუწოდეს, „გადაუმოწმებელი საიტებიდან არ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, არ ამოიღონ მათთვის საჭირო ფოტოები და ფრაზები ზოგადი კონტექსტიდან“.

აფხაზეთის ე.წ ლიდერის თქმით, „რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა, პოტენციური აგრესორის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი და აფხაზეთის თავდაცვის უსაფრთხოების გარანტია“.

ბჟანიას თქმით, აფხაზეთი, რუსეთთან სტრატეგიული ალიანსის წყალობით, საგარეო პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად ძალისხმევას აგრძელებს.

„ამ ეტაპზე აფხაზეთი აღიარებულია გაეროს არაერთი წევრი სახელმწიფოს მიერ. ჩვენი ქვეყანა საიმედოდ არის დაცული გარე სამხედრო საფრთხეებისგან“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ „აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მხარს სრულად უჭერს.“

მისი თქმით, პოტენციურ აგრესორს მხოლოდ ის აჩერებს, რომ რუსეთში ფედერაციასთან აფხაზეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g