LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა – გავრცელებული ცნობით, ბესლან ბიგვავამ ორი ადამიანი დაჭრა

109
ბესლან ბიგვავა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბესლან ბიგვავა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბესლან ბიგვავას გადაყენებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ახალი წლის ღამეს მომხდარ ინციდენტში ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მონაწილეობა.

გავრცელებული ცნობებით, 31 დეკემბერს, სოხუმის სასტუმრო „გარუდაში“ სროლა სწორედ ბიგვავამ დაიწყო და ორი ადამიანი დაჭრა. გავრცელდა ასევე, ვიდეო-ჩანაწერიც, რომელიც სროლის შემდეგ არის გადაღებული და ინციდენტის თითქმის ყველა მონაწილე ჩანს.

ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ბესლან ბიგვავა ისროდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g