LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბებე+” პატარებს შემოდგომა-ზამთრის ახალ კოლექციას სთავაზობს

141

მაღაზია ”ბებე+” მომხმარებლებს ახალ, შემოდგომა-ზამთრის კოლექციას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა თეონა ბუჩუკურმა აღნიშნა, ახალი კოლექციის ფარგლებში ქურთუკების ფასი 45-75 ლარია, ხოლო კომბინიზონები მსურველებს 38-დან 40 ლარის ფარგლებში შეუძლიათ შეიძინონ.

”ჩვენთან ისეთი ბრენდებია წარმოდგენილი როგორებიცაა: next, tac, h&m, carter’s და ყველა წამყვანი ბრენდი. ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ გავალამაზოთ ქართველი ბავშვები იაფი და ხარისხიანი ტანისამოსით”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე  ინფორმაციით, მაღაზიას შეთავაზებები მომხმარებლებისთვის ყოველთვიურად აქვს, აქციების, ფასდაკლებების და ახალი კოლექციების სახით.

”ბებე +”-ში კოლექცია 2-3 კვირაში ერთხელ ახლდება.

შეგახსენებთ, რომ მაღაზია ”ბებე+ 1”-ის ფილიალები ჭავჭავაძის N30-ში, სავაჭრო ცენტრ “გლდანი მოლში”, პეკინის N14-ში, სავაჭრო ცენტრში “ქარვასლში”, “კიდობანში” და აღმაშენებლის N144-ში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები