LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა, დაკავებულია

2798
დაკავებული ბებია

დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

„პირველების“ ინფორმაციით, ამ საკითხზე თბილისში პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს მოქალაქე, ვინც ძალადობის ამსახველი ვიდეო ნახა, ჩამოწერა და საკუთარ გვერდზე განათავსა. მოქალაქე შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g