„ბებიაჩემის კაბინეტში დღეს „ხარებას“ შტაბბინაა“- ამის შესახებ აკადემიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, ნინო დვალი სოციალურ ქსელში წერს.
19 ნოემბერს საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ს ეზოში შევიდა. სტუდენტები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას განმარტებას სთხოვენ.