მადონამ საკუთარ „ინსტაგრამზე” ახალი საახალწლო ფოტოსესიის კადრები გააზიარა, რომლებშიც ის ნაძვის ხესთან, პიკანტურ თეთრეულში პოზირებს. ფოტოებზე მასთან ერთად ჩანან მისი ახალგაზრდა საქმრო, აკიმ მორისი და ორი ნაშვილები ქალიშვილი. სწორედ ამ კადრებმა გამოიწვია დიდი კრიტიკა სოციალურ ქსელებში.
67 წლის მომღერალს ინტერნეტში არაერთი მომხმარებელი მკაცრად დაუპირისპირდა. ბევრი წერს, რომ არ სურს საკუთარ „ფიდზე“ მისი ნახევრად შიშველი ფოტოები იხილოს და განსაკუთრებით უარყოფითად აფასებს იდეას, რომელიც, მათი აზრით, „ოჯახური დღესასწაულის სექსუალიზაციას“ უკავშირდება.
„ბებიას ჩააცვით“, „არაფერია იმაზე სევდიანი, ვიდრე ასაკოვანი ცნობილი ადამიანი, რომელიც ცდილობს მოიქცეს ისე, თითქოს საკუთარ ასაკზე ორჯერ ახალგაზრდაა“,
„ის აშკარად ვერ აკონტროლებს თავს, ბებიას ტელეფონი უნდა წაართვან“, „მიუღებელია ასე პოზირება საკუთარ ქალიშვილებთან ერთად“, – არ წყდება კომენტარები.
დიდი შეხვედრა 17 წლის შემდეგ – მადონა და გაი რიჩი ვაჟისთვის გაერთიანდნენ
„და მე ვთქვი…“ – 67 წლის მადონა ვიდეოს ავრცელებს
67 წლის მადონა 29 წლის შეყვარებულზე ფარულად დაინიშნა