LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბებიას უთხარით, რომ მე შემიძლია ვიშვილო“ – რას წერს მამა ლევანი კასპში, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის შვილზე

384
მამა ლევანი

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი, მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კასპში, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის შვილს იშვილებს:

„მას ვინ გააცოცხლებს. ვერავინ. არ ჰყავს დედმამიშვილები, მამა. იმას აღარც ვახსენებ. ალბათ ეხლა მთავარ საფიქრალად ბავშვი იქცევა. მე არ მაქვს ინფორმაცია ახლობლების შესახებ. თუ საჭიროდ ჩათვლით, ბებიას უთხარით, რომ მე შემიძლია ვიშვილო. მართალია არ გვაქვს ძვირფასი სახლი, არც მდიდრები ვართ, მაგრამ როგორც ჩემი ოთხი შვილი აქამდე მოიყვანა ღმერთმა, მრწამს მასაც ისე გამაზრდევინებს.” – წერს მამა გიორგი სოციალუე ქსელში.

ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც კას­პში, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­დეგ მისი დაწ­ვა სცა­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

თა­თია ლო­მი­ნა­ძეს მკურ­ნა­ლო­ბა თბი­ლის­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უტარ­დე­ბო­და, მას სხე­უ­ლის თით­ქმის ნა­ხევ­რის, 40-45%-იანი დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო.

ცნო­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი კას­პში 25 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ზუ­რაბ ბურ­დულ­მა თა­თია ლო­მი­ნა­ძეს და­ნით გულ-მკერ­დის და კის­რის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დეგ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა,19-109-ე მუხ­ლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ჩა­დე­ნი­ლი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ზუ­რაბ ბურ­დულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.

მას ვინ გააცოცხლებს? ვერავინ. არ ჰყავს დედმამიშვილები, მამა. იმას აღარც ვახსენებ. ცოტახანში მთავარ საფიქრალად ბავშვი…

Posted by მამა ლევანი on ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g