ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს უჩვეულო ბიომეტრიული ბეჭედი, რომლის საშუალებითაც კომპიუტერის ჩართვა, ავტომობილის დაქოქვა და მაღაზიაში თანხის გადახდაც შესაძლებელი იქნება.
Token– ეს არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ისეთ მსხვილ კომპანიებთან ითანამშრომლებს, როგორიც Masterсard, Microsoft და Visa არის. ის ტექნოლოგია HID-ის მხარდამჭერია, რომელიც კონკრეტულ სივრცეში გადაადგილებისთვის რუკას იყენებს. უახლოეს მომავალში, ამ ფუნქციებს ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადასახადიც დაემატება.
ბეჭედი აღჭურვილია სპეციალური სენსორითა და თითის ანაბეჭდის სკანერით. სენსორმა „იცის“, არის თუ არა ბეჭედი მეპატრონის თითზე.
მოწყობილობას ადამიანის პაროლებისა და პროფილის დამახსოვრებაც შეუძლია.
