LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედ ბანი ,,სფოთიფაის” პროექტის – Billions Club Live ფარგლებში იაპონიაში ექსკლუზიურ კონცერტს გამართავს

140
photo-collage.png (15)

ბედ ბანის მეექვსე სოლო სტუდიური ალბომის – Debí Tirar Más Fotos მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე, რომელმაც სტარტი გასული წლის 21 ნოემბერს აიღო, გრანდიოზულად გრძელდება.

ამჟამად, პუერტო-რიკოელი არტისტი კონცერტებს სამხრეთ ამერიკის მასშტაბით მართავს, რომელიც 21 თებერვლამდე გასტანს. 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს მომღერალი ავსტრალიაში წარდგება, 22 მაისიდან კი ევროპაში გადაინაცვლებს. ტურნეს დასკვნითი პერფორმანსით, შემსრულებელი 22 ივლისს, ბელგიაში წარდგება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მუსიკოსი სიდნეიში 2 კონცერტს ჩაატარებს, 7 მარტს ექსკლუზიური შოუთი, ტოკიოს ესტუმრება.

იაპონიაში ჩანიშნული სანახაობა ტურნეს ნაწილი არ იქნება. ცნობილი გახდა, რომ ის აზიაში პირველი მასშტაბური წარმოდგენით, ,,სფოთიფაის” პროექტის – Billions Club Live ფარგლებში იმღერებს.

შედეგად, ბედ ბანი Billions Club Live-ის მეოთხე ჰედლაინერად იქცევა, ვინაიდან Spotify-ს პროექტის ფარგლებში აქამდე სპეციალური შოუები გამართეს – ედ შირანმა დუბლინში, მაილი საირუსმა პარიზში და the Weeknd-მა ლოს-ანჯელესში.

ცნობისთვის, პროექტს – Billions Club Live ,,სფოთიფაიმ” საფუძველი იმ არტისტებისა და სიმღერების მიღწევების აღსანიშნად ჩაუყარა, რომელთაც პლატფორმაზე 1 მილიარდზე მეტი მოსმენა აქვთ. სპეციალური კონცერტების სერიით, Spotify ხაზს უსვამს მომღერლების კომერციულ წარმატებას ციფრულ ეპოქაში.

შეგახსენებთ, რომ ბედ ბანიმ მეექვსე სოლო სტუდიური ალბომი – Debí Tirar Más Fotos, 5 იანვარს გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები