LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედავენ და ადამიანს ქალაქის ცენტრში უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც ბრეგაძე მშვიდად დგას და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას გვიკითხავს“: ნიკა მელია

159
ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიმართ თავდასხმას ეხმაურება და მორიგ პროვოკაციად აფასებს.

მისი შეფასებით, ის რაც პირდაპირ ეთერში,  გიორგი კირთაძის ჩართვისას ვნახეთ, სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია:

„გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში დაამარცხა „ქართული ოცნება“. გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა ან შუღლი.

ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას გვიკითხავს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს სატელევიზიო ჩართვის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა ბათუმში დღეს, იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში საუბრობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g