LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჟაშვილი: „კობახიძის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ნერვიულობენ, რადგან ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გასტანს და აუცილებლად დადგება შედეგი, როცა არც ერთი ნორმალური ქვეყანა და არც ერთი პარტნიორი ასეთ მთავრობას არ აღიარებს“

135
ლევან ბეჟაშვილი და ირაკლი კობახიძე

„პარლამენტს სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში, ფარულობის პრინციპის საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლების შტოები და ორგანოები – ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი, ფარული არჩევნები“, – ამ განცხადებით „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით იგი პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის ნერვიულობის საკითხია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვადის დასრულებამდე ვერ გაძლებს.

მამუკა ხაზარაძე: „როგორც წესი, რუსული ოცნების „სტრატეგები” საპროტესტო ტალღას პულსს უთვლიან და ერთ ან მაქსიმუმ ორკვირიან სიცოცხლეს აძლევენ, თუმცა ამჯერად მათი მოლოდინი, რომ პროტესტი მინელდება, უიმედოა!“

„კობახიძის განცხადება პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით მიანიშნებს, რომ ეს საკითხი მათაც ანერვიულებთ, რადგან ერთპარტიული პარლამენტი და ერთპარტიულობა დიდხანს ვერ გასტანს ამ ქვეყანაში და აუცილებლად დადგება ის შედეგები, როდესაც არავინ, არც ერთი ნორმალური ქვეყანა და ჩვენი პარტნიორები არ აღიარებენ ასეთ მთავრობასა და სახელმწიფოს და იქნება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ერთპარტიულ ხელისუფლებას დაასრულებს, ამიტომ მათი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი, ფარული არჩევნები.

პარლამენტს სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში, ფარულობის პრინციპის საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლების შტოები და ორგანოები. ეს კონსტიტუციური უფლება დაირღვა არჩევნებზე, როდესაც არჩევნები არც თავისუფალი და არც ფარული არ იყო.

ყველამ ვიცით როგორი მოსყიდვის, ზეწოლისა და ძალადობრივი ბერკეტების გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია.

ყველამ ნახეთ 26 ოქტომბერს როგორ ხდებოდა ამომრჩევლის ნების დადგენა, მარკერის მეშვეობით, ამიტომ როდესაც საუბარია პარლამენტის ლეგიტიმაციაზე, პარლამენტის ლეგიტიმაცია ვერ ექნება თუ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ ასეთ პარლამენტში არცერთი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას“. – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g