რამდენიმე დღის წინ მსახიობი, ლაშა გურგენიძე დაქორწინდა. მსახიობის რჩეული ჟურნალისტი ანკა მშვილდაძეა.
ვიდეო: „ნამდვილი სიყვარული ვიპოვე და მინდა, რომ მთელი ცხოვრება გულით ვატარო“ – ლაშა გურგენიძის რჩეული ანკა მშვილდაძე
წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.
ანკა მშვილდაძე სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს ავრცელებს და წერს, რომ ბედნიერია:
„ბედნიერება? არა, ეს რაღაც უფრო ღრმაა – აღუწერელი, საიდუმლოებით სავსე და ზეციური შეგრძნება…“, – წერს ანკა მშვილდაძე.
ცნობისთვის, მსახიობი ლაშა გურგენიძე დაქორწინდა. ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა. ლაშა გურგენიძემ „ინსტაგრამის“ „სთორებში“ დადო კადრები, სადაც ჩანს, როგორ სთხოვა ხელი რჩეულს. მსახიობის რჩეული ჟურნალისტი ანკა მშვილდაძეა. მოგვიანებით, ხელის თხოვნის ულამაზესი კადრები სოციალურ ქსელში ანკა მშვილდაძემაც გააზიარა.
															