ცნობილი იტალიელი მუსიკოსი კარლო პონტი და მისი მეუღლე მარიამ შარმანაშვილი საფრანგეთში იმყოფებიან.
კადრები, რომელიც მარიამმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჩანს, რომ წყვილი „დისნეი ლენდში“ იმყოფებოდა.
„ბედნიერებისგან ვტიროდი და ისე ვიღებდი ვიდეოს. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო „დისნეი ლენდის“ ნახვა. საოცარი ემოციები იყო, საკუთარ ბავშვობასთან შეხვედრას ჰგავდა“, – წერს მარიამი.
შეგახსენებთ, 26 ივლისს, ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის უფროსი ვაჟის, 56 წლის კარლო პონტი უმცროსისა და 34 წლის მარიამ შარმანაშვილის ქართულ-იტალიური სიყვარულის ისტორია ტრადიციული ქართული ქორწილით დაგვირგვინდა.
წყვილი თაფლობის თვეს პუერტო რიკოში ატარებდა. ამჯერად კი საფრანგეთში, პარიზში გადაინაცვლეს.
